ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ პოლიციას და სამხედროებს
ნება დართო, დახვრიტონ კარანტინის წესების დამრღვევი პირები, თუკი
ისინი სამართალდამცავებს არ დაემორჩილებიან და მათ სიცოხლეს საფრთხეში
ჩააგდებენ.
“ჩემი განკარგულება პოლიციასა და სამხედროებს: თუკი ისინი უმართავები
გახდებიან, შეგეწინააღმდეგებიან და თქვენს სიცოცხლეს საფრთხეს
შეუქმნიან, დახვრიტეთ ისინი! სჯობს დაიხოცნონ, ვიდრე ქაოსი
გამოიწვიონ. მე თქვენ დაგმარხავთ,”- განაცხადა
ფილიპინების პრეზიდენტმა ტელემიმართვის დროს.
ბოლო მონაცემებით, ფილიპინებში ახალ კორონავირუსს 96 ადამიანის
სიცოცხლე ემსხვერპლა, ინფიცირებულია 2 311 ადამიანი,
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 50-ია.