ინდოეთში მატარებელმა 14 მიგრანტს გადაუარა
ინდოეთში, მატარებელმა 14 მიგრანტს გადაუარა. პოლიციის ინფორმაციით, მიგრანტები სოფელში ფეხით ბრუნდებოდნენ, მას შემდეგ რაც მკაცრი კარანტინის გამო სამსახური დაკარგეს და ლიანდაგზე ჩაეძინათ. მემანქანემ მატარებლის დამუხრუჭება ვერ მოასწრო და ყველა მათგანი გარდაიცვალა.

მედიის ინფორმაციით, ათიათასობით ადამიანს ინდოეთის დიდი ქალაქებიდან საკუთარ სოფლებში დაბრუნება ფეხით მოუწიათ, რადგან ტრანსპორტმაც მუშაობა შეაჩერა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ინდოეთში კორონავირუსის 56 516 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 1895 ადამიანი ემსხვერპლა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები