რუსეთში კორონავირუსის ნახევარ მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა
რუსეთის ფედერაციაში, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ჯამში, კორონავირუსით დაავადების 502 436 შემთხვევა გამოვლინდა.

გარდაიცვალა 6 532 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 261 150. გარდა ამისა, ბოლო 24 საათში დაფიქსირდა 8 779 ახალი შემთხვევა.

თუმცა, რუსეთში თითქმის ყველა რეგიონში, მათ შორის, დედაქალაქ მოსკოვში შეზღუდვების მოხსნა უკვე დაწყებულია. 24 ივნისს იგეგმება თავდაპირველად 9 მაისისთვის ჩანიშნული „გამარჯვების დღის აღლუმის“ ჩატარება, 1 ივლისს კი ვლადიმერ მიერ პუტინის ინიციირებული საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხმის მიცემა (თუმცა, საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე დამტკიცებულია).

  • აქამდე, სხვადასხვა საერთაშორისო მედიასაშუალებამ — კერძოდ Financial Times-მა და The New York Times-მა დაწერეს, რომ რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალებულთა სტატისტიკით ხელისუფლება განგებ მანიპულირებდა რაოდენობის შესამცირებლად. დეტალურად მათ სტატიებისა და რუსეთის სტატისტიკის შესახებ იხილეთ „ნეტგაზეთის“ მასალა: „რუსეთში COVID 19-ით დაბალი სიკვდილიანობის სტატისტიკის საიდუმლო ამოხსნილია“ — მედია
  • იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს პუტინის ინიციირებული ცვლილებები ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ სტატიებს:
  • „მთავრობა გადადგა, პუტინს კონსტიტუციის შეცვლა სურს: რა ხდება რუსეთში“
  • რუსეთის დუმაში საპრეზიდენტო ვადებზე შეზღუდვის გაუქმებაზე მსჯელობენ
  • ინტერნეტის რეაქცია რუსეთში პუტინის ვადების განულებაზე

წყარო: ნეთგაზეთი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები