ბრაზილიაში კორონავირუსის 67 860 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 284 ადამიანი გარდაიცვალა
ბრაზილიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 67 860 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, პანდემიის დაწყების დროიდან, ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - შესაბამის მონაცემებს ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდინიფიცრებულთა საერთო რაოდენობა 2 227 514-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ბრაზილიაში ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 1 284 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 82 771-ს მიაღწია.

ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულების, ისევე როგორც კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობით ბრაზილია მეორე ადილზე დგას მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები