პუტინმა და ერდოღანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სტაბილიზაციის საჭიროებაზე ისაუბრეს
რუსული მედიის ცნობით, რუსეთისა და თურქეთის ლიდერებმა სატელეფონო საუბრის დროს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო კონფლიქტის შეწყვეტის აუცილებლობისა და ურთიერთობების სტაბილიზაციის საკითხი განიხილეს.

“რუსეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც აღნიშნულ კონფლიქტს აღვიღვებს. ერდოღანი პუტინს დაეთანხმა, რომ აღნიშნული დაპირისპირება სისხლისღვრის გარეშე უნდა გადაიჭრას”
, – წერს რუსული მედია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ამასთან, რუსეთი- სომხეთში, თურქეთი კი აზერბაიჯანში ფართომასშტაბიან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები