აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით კიდევ 1 461 ადამიანი
გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობამ 150 000-ს გადააჭარბა, - ამის
შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს გათვლებით, აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში,
დაახლოებით ყოველ ერთ წუთში კორონავირუსისგან ერთი ადამიანი
იღუპებოდა.
„როიტერსი“ წერს, რომ აშშ-ში ბოლო 2 თვის განმავლობაში კოვიდ 19-ით
დაღუპულთა რაოდენობა სწრაფი ტემპით მატულობს. უკანასკნელი 11 დღის
მანძილზე კი ფატალური შემთხვევების რაოდენობა 10 000-ით გაიზარდა.
ცნობისათვის, კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე
დგას მსოფლიოში.