აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ბოლო ერთ თვეზე ნაკლებ პერიოდში ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 1 მილიონით გაიზარდა.

აშშ-ი კოვიდ 19-ს 183 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რაც შეეება გლობალურ მონაცემებს, მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 25 მილიონს აჭარბებს, აქედან გარდაცვლილია 846 000 ადამიანი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები