მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა როდენობამ 900 000-ს, გამოჯანმრთელებულების კი 20 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა როდენობამ 900 000-ს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს Worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსით ინფიცირების 28 019 776 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 20 095 952 ადამიანი.

ყველაზე მეტი ინფიცირებული (6 549 475) აშშ-შია გამოვლენილი, მეორე ადგილზეა ინდოეთი, 4 462 965 შემთხვევით, მესამეზე კი - ბრაზილია, სადაც 4 199 332 დადასტურებული შემთხვეევაა დაფიქსირებული. კოვიდ 19-ს ყველაზე მეტი ადამიანი (195 239 ) აშშ-ში ესმხვერპლა, მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც 128 653 ფატალური შემთხვევაა დადასტურებული, მესამეზე კი ინდოეთი -75 091 გარდაცვლილით.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები