აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში საქართველოს აზერბაიჯანლებს მიმართა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში საქართველოს აზერბაიჯანლებს მიმართა.

მიმართვაში ნათქვამია:

"როგორც ცნობილია, 2020 წლის 27 სექტემბერს ოკუპანტმა სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ განახორციელა თავისი მორიგი ვერაგული თავდასხმა. განზრახ და მიზანმიმართულად ჩადენილი ამ სამხედრო პროვოკაციის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები სამოქალაქო მოსახლეობასა და სამხედრო მოსამსახურეთა შორის.

სომხეთის მიზანია ყველა საშუალებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სტატუს-კვოს გაგრძელება, ასევე ქვეყნის საკუთარი მოსახლეობის ყურადღების გადატანა ძალიან სერიოზული სოციალური და ეკონომიკური პრობლემებიდან.

ხოლო აზერბაიჯანი იცავს საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას და გამჭვირვალედ და სამართლიანად აგრძელებს თავის პოლიტიკას. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბატონმა ილჰამ ალიევმა ხალხისადმი თავის მიმართვაში ზახგასმით აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის უძველეს მიწას და მთელი მსოფლიო მას აღიარებს აზერბაიჯანის განუყოფელ ნაწილად. ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ საერთაშორისო დონეზე.

ჩვენი ქვეყნის ახლო მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი საქართველოც მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

აზერბაიჯანელმა ხალხმა მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე მტკიცედ განაცხადა, რომ არასოდეს არ შეეგუებოდა თავისი მიწების ოკუპაციას და აუცილებლად ბოლოს მოუღებდა ამ ოკუპაციას. სამწუხაროდ, ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების მიზნით წლების მანძილზე მიმდინარე მოლაპარაკებებმა ოკუპანტი სომხეთის პოზიციის გამო დადებითი შედეგი არ გამოიღეს. სომხეთის ქმედებებმა მოახდინეს სამშვიდობო პროცესის პარალიზება, ხოლო მის მიერ ჩადენილმა ძალადობის ბოლო აქტმა აზერბაიჯანს არ დაუტოვა სხვა არჩევანი, გარდა გაეროს წესდების შესაბამისად თავისი კანონიერი თავდაცვის უფლების გამოყენებისა.

ამჟამად მამაცი აზერბაიჯანული ჯარი ასრულებს თავის წმინდა მოვალეობას, ღირსეულად იბრძვის სამშობლოს მიწებისათვის და მტერს, ოკუპანტ ჯარს აყენებს გამანადგურებელ დარტყმებს.

ამ მოვლენების მიმდინარეობის ბოლო საბედისწერო დღეებში საქართველოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მხრიდან საელჩოში შემოდის უამრავი მიმართვა სხვადასხვა სახის დახმარებისა და შემოწირულობის შემოთავაზების, მოხალისედ ჩაწერის სურვილის თაობაზე.

საელჩო მიმართავს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, მათ ორგანიზაციებს და ღრმა მადლიერებას გამოხატავს გამოჩენილი პატრიოტიზმის, თავგანწირვისა და სოლიდარობისათვის. თუმცა მნიშვნელოვნად მიიჩნევს განაცხადოს შემდეგი.

აზერბაიჯანის სახელმწიფოს და შეიარაღებულ ძალებს გააჩნიათ ყველა საჭირო შესაძლებლობა მათ წინაშე მდგომი მოვალეობისთვის თავის გასართმევად. ამ თვალსაზრისით, ქვეყნის გარედან მოხალისეთა ჩართვის საჭიროება არ არსებობს.

ამავე დროს, ნივთების და საქონლის სახით ჰუმანიტარული დახმარების და შემოწირულობების საჭიროებაც არ არსებობს.

ხოლო ფინანსური შემოწირულობების განხორციელების მსურველ პირებს შეუძლიათ ეს განახორციელონ აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დახმარების ფონდის მეშვეობით. ფონდის საბანკო რეკვიზიტები ხელმისაწვდომია აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე, შემდეგ ლინკზე: https://mod.gov.az/az/silahli-quvvelere-yardim-fondunun-bank-rekvizitleri-253/.

ამასთან დაკავშირებით საელჩო ასევე მოგახსენებთ, რომ ადგილებზე მისი სახელით ან აზერბაიჯანის რესპუბლიკის სხვა სახელმწიფო უწყებების სახელით ფულადი სახსრების შეგროვება არ ხორციელდება და გახმოვანებული ამგვარი შესაძლო მოწოდებები უსაფუძვლოა.

ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!

არსებულ ვითარებაში მოგიწოდებთ, რომ გაგებით მოეკიდოთ მდგომარეობას, გამოიჩინოთ სიფხიზლე, არ წამოეგოთ შესაძლო პროვოკაციებს და იმოქმედოთ საქართველოში მიღებული ნორმებისა და კანონების ფარგლებში. თქვენი მორალური მხარდაჭერა, როგორც ყოველთვის, ამ დღეებშიც აზერბაიჯანის გვერდით დგომა აშკარაა.

საელჩო სამძიმარს უცხადებს დაღუპული ჯარისკაცების და სამოქალაქო პირების ოჯახებს და ახლობლებს. მარადიული იყოს სამშობლოს ხსნისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნა, სამოთხეში განისვენონ მათი სულები!".
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები