აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - ტერტერის, აღდამისა და აღჯაბადის ტერიტორიები დილიდან არტილერიის გამოყენებით იბომბება
სომხეთის შეიარაღებული ძალები ტერტერის, აღდამისა და აღჯაბადის რაიონებს დილიდან არტილერიის გამოყენებით ბომბავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წუხელ აღდერე-აღდამისა და ფუზული-გადრუტი-ჯაბრაილის მიმართულებებით სიტუაცია დაძაბული იყო და სომხეთის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს უტევდნენ.

„ჩვენს მიერ განხორციელებული საპასუხო ზომებით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დიდი დანაკარგები განიცადა,“ - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები