მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა 38.5 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია სულ უფრო ძლიერდება და ათეულობით ქვეყანაში ყოველდღღიურად ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა აღირიცხება.

worldometers-ის მონაცემებით, 14 ოქტომბრისთვის მსოფლიოში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 38.5 მილიონზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი უკვე გადააჭარბა 1 093 000-ს. ვირუსისგან განიკურნა 29 მილიონამდე ადამიანი.

ვირუსის გავრცელების კუთხით, ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება:

  • აშშ – 7.9 მილიონი შემთხვევა;
  • ინდოეთი – 7.2 მილიონი;
  • ბრაზილია – 5.1 მილიონი;
  • რუსეთი – 1.3 მილიონი;
  • კოლუმბია – 924 ათასი;
  • არგენტინა – 917 ათასი;
  • ესპანეთი – 896 ათასი;
  • პერუ – 854 ათასი;
  • მექსიკა – 825 ათასი;
  • საფრანგეთი – 820 ათასი.

ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი შემთხვევები ფიქსირდება ყოველდღიურად დიდ ბრიტანეთში, პორტუგალიაში, შვეიცარიასა და ევროპის არაერთ ქვეყანაში.

14 ოქტომბერს რეკორდული – 680 შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში და ინფიცირებულთა რიცხვმა 13 ათასს გადააჭარბა, საიდანაც ნახევარზე ოდნავ მეტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 109, კლინიკებში, სახლებსა და კოვიდსასტუმროებში მკურნალობას კი 6 200-ზე მეტი ადამიანი განაგრძობს.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს თქვა, რომ უახლოეს თვეებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი მთელ მსოფლიოში კიდევ ერთი მილიონით გაიზრდება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები