თბილისში განჯაში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს, 19 ოქტომბერს, თბილისში საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს წინ, სომხეთის ჯარის მიერ ქალაქ განჯაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს.



საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ შეხვედრაზე განჯაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ფოტო და ვიდეო მასალა აჩვენა.

მოქალაქეები საელჩოს წინ ყვავილების თაიგულებით, საბავშვო სათამაშოებითა და სანთლებით მივიდნენ და გარდაცვლილები წუთიერი დუმილით მოიგონეს.

აზერბაიჯანის ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა 17 ოქტომბერს ღამის პირველ საათზე ქალაქ განჯის ცენტრში, დასახლებულ პუნქტში, რაკეტა ჩააგდო.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა 14 მშვიდობიანი მოქალაქე რომელთაგან 3 მცირეწლოვანი იყო. დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი და დაზიანდა 20-ზე მეტი ინფრასტრუქტურული ობიექტი.


რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები