აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - მტრის ცოცხალი ძალა და ტექნიკა განადგურდა, ჩვენი არმია ოპერატიულ ვითარებას მთელ ფრონტზე აკონტროლებს

აზერბაიჯანის არმიის მიერ განხორციელებული მოქმედებების შედეგად, ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით მტრის ცოცხალი ძალა და ტექნიკა განადგურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, განადგურებულია ორი T-72 ტიპის ტანკი, ოთხი - BM-21 "Grad" YARS-ის სარაკეტო სისტემა, D-30 ტიპის ქვემეხი და 5 ჯავშანმანქანა.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მათი ჯარი ოპერატიულ ვითარებას მთელ ფრონტზე აკონტროლებს.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები