პროტესტის მიუხედავად ფაშინიანი სიუნიკში ხალხთან შესახვედრად ჩავიდა
აზერბაიჯანთან სადემარკაციო სამუშაოებისა და სომხეთის მიერ სტრატეგიული სიმაღლეების დათმობის გამო, სიუნიკის რაიონის მოსახლეობის უკმაყოფილებისა და პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციების მიუხედავად, სომხეთის პრემიერი სიუნიკში ჩავიდა.

სიუნიკის რაიონისკენ მიმავალ გზაზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რაიონის მოსახლეობას ფეისბუკის ლაივის საშუალებით მიმართა.

“მე მივდივარ სიუნიკში, რათა პატივისცემა გამოვხატო რაიონის მოსახლეობის მიმართ და გულწრფელად ველაპარაკო მათ. გარწმუნებთ, მათთან საუბარში მე არ ავარიდებ მათ თვალს. მე ვასრულებდი და შევასრულებ საკუთარ ვალდებულებებს თქვენს წინაშე. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი გადაწყვეტილება სიუნიკში ვიზიტისა მიღებული იყო არა სიტუაციის გამწვევების ან ჭრილობის გაღრმავებისთვის, პირიქით, მე გადავწყვიტე წასვლა ხალხის მიმართ პატივისცემის გამო და რაც მთავარია, ყველა თქვენი კითხვის პასუხის გასაცემად. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სიუნიკის ტერიტორიების არცერთი მილიმეტრი არ იქნება გადაცემული”.

დღეს, დილით, 21 დეკემბერს სიუნიკის რაიონის შესასვლელთან პრემიერ ფაშინიანის ვიზიტის ხელისშემშლელი აქცია დაიწყო. იქამდე კი გორისის მერმა არუშ არუშანიანმა გორისელებს მოუწოდა ხელი შეეშალათ ნიკოლ ფაშინიანის სიუნიკში შემოსვლისთვის, რის შემდეგად პოლიციამ ის დააკავა.

პოლიციასა და სიუნიკის მცხოვრებლებს შორის 21 დეკემბერს შეტაკებაც მოხდა.

მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული ომი, 10 ნოემბერს სამმხრივი [რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი] შეთანხმებით დასრულდა. შეთანხმების შესაბამისად, აზერბაიჯანულმა მხარემ დაიკავა აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები. სომხეთის სამხრეთში მდებარე სიუნიკის რაიონი [მათ შორის ადმინიტრაციული ცენტრი კაპანი] აზერბაიჯანის ახალი საზღვრების უშუალო სიახლოვეს აღმოჩნდა. კაპანიდან რამდენიმე სოფლისკენ მიმავალი გზა კი აზერბაიჯანის კონტროლქვეშ აღმოჩნდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები