აზერბაიჯანი, რუსეთი და სომხეთი დღეს ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავენ
დღეს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ პაშინიანს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართება.

მხარეები გეგმავენ, განიხილონ მთიანი ყარაბაღის შესახებ სამი ქვეყნის ლიდერების განცხადების განხორციელებაში არსებული პროგრესი, რომელსაც ხელი 2020 წლის 9 ნოემბერს მოეწერა. ამასთან, რეგიონის პრობლემების გადაჭრის შემდგომ ნაბიჯებზეც იქნება საუბარი.

განსაკუთრებული ყურადღება საომარი მოქმედებების დროს დაზარალებული ტერიტორიების მაცხოვრებლების დახმარებას, სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების დამყარებასა და განვითარებას დაეთმობა.

ამასთან, ვლადიმერ პუტინი ილჰამ ალიევთან და ნიკოლ პაშინიანთან ცალკე შეხვედრებს გამართავს.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები