სახელმწიფო დეპარტამენტი ტრამპთან დაკავშირებულ ინციდენტს იძიებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დარჩენილი ვადა შეიცვალა.

პორტალი BuzzFeed წერს, რომ ერთ-ერთმა "უკმაყოფილო თანამშრომელმა" ტრამპის უფლებამოსილების ამოწურვის თარიღად 11 იანვარი მიუთითა. იგივე თარიღი ვიცე-პრეზიდენტ, მაიკ პენსის ბიოგრაფიაშიც გაჩნდა. სინამდვილეში კი ორივე რესპუბლიკელი პოსტს 20 იანვარს დატოვებს, როდესაც არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ინაუგურაცია გაიმართება.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი კიბერთავდასხმის ვერსიას არ განიხილავს.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები