ბაღდადში ტერაქტს 7 ადამიანი ემსხვერპლა და 20 დაშავდა
ერაყის დედაქალაქში, ბაღდადში, თვითმკვლელმა ტერორისტმა ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე აიფეთქა თავი. ტერაქტს 7 ადამიანი ემსხვერპლა და 20 დაშავდა, მათ სორის რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ეს ასეთი მასშტაბური აფეთქების პირველი შემთხვევა იყო მას შემდეგ რაც, 2017 წელს "ისლამურმა სახელმწიფომ" ერაყში სამხედრო მარცხი განიცადა.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები