იაპონიაში მარტოობის მინისტრი დანიშნეს
იაპონიას მარტოობის მინისტრი ჰყავს. პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ რეგიონული განვითარების მინისტრს ტაცუსი მაკამოტოს მარტოობის მინისტრის მოვალეობებიც შეუთავსა. მსგავსი თანამდებობა იაპონიის მთავრობაში პირველად გაჩნდა.

მინისტრი მარტოხელა ადამიანების პრობლემებსა და მათ გადაჭრაზეა პასუხისმგებელი.

" ამ დანიშვნის მიზანი იმ საზოგადობრივი პრობლემების გადაჭრაა, რომელიც ჩნდება მოხუცებული ადამიანებთან და შობადობის შემცირებასთან დაკავშირებით. აქვე შედის თვითმკვლელობის პრობლემები, პირველ რიგში ქალებსა და ახალგაზრდებს შორის",- განაცხადა მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა კაცუნობუ კატომ.

მარტოხელა და მარტოსული ადამიანების პრობლემა იაპონიაში კორონაპანდემიის დროს განსაკუთრებით გამწვავდა, რამაც თვითმკვლელობის შემთხვევების დრამატული ზრდა გამოიწვია. 

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები