თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ბითლისის პროვინციაში მომხდარი სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 2 კი - დაშავდა, - ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს.

სამინისტროს მიერ მანამდე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ კატასტროფას 10 სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებული სამხედროების რაოდენობა კი 3 იყო.

თურქული მედიის ინფორმაციით, მოგვიანებით კიდევ ერთი დაშავებული ჯარისკაცი დაიღუპა, რის შედეგადაც კატასროფის მსხვერპლთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.

თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აკარის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, უამინდობა გახდა, თუმცა ზუსტი მიზეზი დეტალური გამოძიების შემდეგ დადგინდება.

შეგახსენებთ, სამხედრო ვერტმფრენმა, რომელიც ბინგიოლიდან ტატვანში მიემართებოდა, კატასტროფა გუშინ განიცადა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები