ვინიცაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია
ქალაქ ვინიცას ცენტრზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 20 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა.

მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებებს
დახმარებისთვის 90-მა ადამიანმა მიმართა.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა ვინიცაზე სარაკეტო დარტყმა დღეს განახორციელეს. წინასწარი ინფორმაციით, სამი რუსული რაკეტა მოხვდა შენობას, სადაც ოფისები იყო განთავსებული, დაზიანდა მიმდებარე საცხოვრებელი სახლებიც.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები