უკრაინის გენერალური პროკურორი - ამერიკელი პროკურორები მზად არიან უკრაინაში, ომის დანაშაულის ადგილზე იმუშაონ
ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, უკრაინაში გამოაგზავნოს პროკურორთა ჯგუფი რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებებზე სამუშაოდ, - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა.

„აშშ მზადაა, გამოაგზავნოს პროკურორთა ჯგუფი უკრაინაში ომის დანაშაულების ადგილზე შესასწავლად. აშშ
ქმნის პროკურორთა ჯგუფს, რომლებიც ჩვენთან ერთად დადგებიან სამართლიანობისთვის ბრძოლის ველზე“,
- აღნიშნა ვენედიქტოვამ.

მისივე თქმით, უკრაინის მიმართ პრაქტიკულ მხარდაჭერაზე ამერიკელ პარტნიორებთან ისაუბრა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები