რუსეთის თავდასხმის შედეგად ვინიცაში დაიღუპა 23 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია
უკრაინის ქალაქ ვინიცაში რუსეთის თავდასხმის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 23 სამოქალაქო პირი, მათ შორის 3 ბავშვი, დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.

ვინიცა, რომელიც ფრონტის ხაზისგან შორს არის, უკრაინის ცენტრში მდებარეობს. უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთი ქალაქს შავი ზღვიდან დაესხა თავს. უკრაინული მედიის ცნობით, საცხოვრებელ კორპუსებსა და საოფისე სივრცეებს 3 რაკეტა მოხვდა.

უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, რუსული
რაკეტები ქალაქს აღმოსავლეთის ფრონტის ხაზიდან მოშორებით დაესხნენ, რის შედეგადაც, ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 23 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარს „ტერორისტული აქტი“ უწოდა. მისი თქმით, თავდასხმა შავი ზღვიდან, რუსული წყალქვეშა ნავიდან მოხდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თავდასხმის შესახებ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მედიასთან განაცხადეს, რომ თავდასხმის შედეგად დაღუპული სამი ბავშვიდან ერთი ახალგაზრდა გოგონა იყო, სახელად ლიზა, რომელიც დედასთან ერთად მეტყველების თერაპიის სესიიდან ბრუნდებოდა.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები