ევროკავშირი ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ ბლოკის წევრები შეთანხმდნენ ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე.

პეტრ ფიალამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჩრდილოეთ მაკედონიამ გადაჭრა ხანგრძლივი დავა ევროკავშირის წევრ ბულგარეთთან, ენობრივ და ისტორიულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ბლოკავდა სკოპიესთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას.

ევროკავშირის ქვეყნები "შეთანხმდნენ, ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე!
ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოებისკენ“,
-
დაწერა ფიალამ „ტვიტერზე“.

ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ლიდერები დღეს ბრიუსელში პეტრ ფიალას შეხვდებიან, რათა განიხილონ შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები