ვლადიმირ პუტინი ირანს ეწვევა
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი თეირანს ეწვევა. პუტინი დასავლეთის მცდელობას, დააბრკოლოს რუსეთის ეკონომიკა მკაცრი სანქციებით ეკონომიკური ომს უწოდებს და ამის გამო, ისინი ჩინეთთან, ინდოეთსა და ირანთან პარტნიორობის გაძლიერებას გეგმავენ.


სამი დღის შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საუდის არაბეთში ვიზიტი დაასრულა, ვლადიმირ პუტინი თეირანში მიემგზავრება, რათა გამართოს მეხუთე შეხვედრა აიათოლა ალი ხამენეისთან.

პუტინის ვიზიტს ირანში დაემთხვევა
თურქეთის თაიფ ერდოღანის ვიზიტს და ორი ლიდერი შეხვდება თეირანში, რათა განიხილოს შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის განახლებას. ამასთანავე, გავრცელებული ინფორმაციით, სამიტზე სირიაში მიმდინარე პროცესები, ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლა, ჰუმანიტარული ვითარება და სირიელების ნებაყოფლობითი დაბრუნების საკითხები განიხილება.

წყარო: tabula.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები