ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 38 550 რუსი ჯარისკაცი მოკლეს
24 თებერვლიდან 19 ივლისამდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 38 550 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის 1691 ტანკი, 3892 ჯავშანტექნიკა, 851 საარტილერიო სისტემა, 248 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, 113 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 220
თვითმფრინავი, 188 ვერტმფრენი, 699 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 2767 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, 70 ერთეული სპეცტექნიკა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები