უკრაინულმა ძალებმა 39 870 რუსი ჯარისკაცი მოკლეს
24 თებერვლიდან 26 ივლისამდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 39 870 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათი ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა, რუსეთის შეჭრის ხუთი თვის თავზე, გაანადგურეს მტრის 1737 ტანკი, 3959 ჯავშანტექნიკა, 880 საარტილერიო სისტემა, 258 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა,
117 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 222 თვითმფრინავი, 189 ვერტმფრენი, 722 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 174 ფრთოსანი რაკეტა, 2835 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, 75 ერთეული სპეცტექნიკა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები