უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 25 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა
უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 25 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს.

„შედგა დაღუპული სამხედროების ცხედრების გადაცემის მორიგი ოპერაცია. უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან 25 დამცველის ცხედარი დაიბრუნა“
,
-
ნათქვამია სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

ოპერაცია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისრის ოლეგ კოტენკოსა და უკრაინის სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობით განხორციელდა.

სამინისტროში აღნიშნეს, რომ ცხედრების დაბრუნების პროცესი ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად ხორციელდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები