14.5 მილიონი ევროს დამალვის საქმე — შაკირას სასამართლო ელოდება
ლათინოამერიკელი მომღერლის, შაკირას წინააღმდეგ, გადასახადების დამალვის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

მომღერალს ესპანეთის პროკურატურა სახელმწიფოსთვის 14.5 მილიონი ევროს გადასახადების გადახდას ედავება. ამის შესახებ ინფორმაციას, მისი საზოგადოებასთან ურთიერთობების ჯგუფი ავრცელებს.

მისი ადვოკატების თქმით, მომღერალმა ესპანეთის ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა და სასამართლოში საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება სურს. ჯერ უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო.

2018 წელს შაკირას პროკურატურამ ბრალი დასდო
მისი ცნობილი ჰიტის Hips Don’t Lie გაყიდვებიდან 2012-14 წლებში მიღებული შემოსავლების გადასახადების დამალვაში. შაკირას ადვოკატები ამბობენ, რომ მან ეს გადასახადები გადაიხადა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ჯარიმა ან პატიმრობა ემუქრება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები