24 თებერვლიდან 3 აგვისტომდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 41 350 რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, 24 თებერვლიდან 3 აგვისტომდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 41 350 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.

მათივე ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის 1 774 ტანკი, 4 022 ჯავშანტექნიკა, 939 საარტილერიო სისტემა, 259 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, 118 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 223 თვითმფრინავი, 191
ვერტმფრენი, 739 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 174 ფრთოსანი რაკეტა, 15 გემი/ნავი, 2 922 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, ასევე 82 ერთეული სპეცტექნიკა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები