საელჩო - ლიზ ტრასის კიევში ვიზიტისთვის მზადება უკვე დაწყებულია
გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის საელჩომ ლიზ ტრასის კიევში ვიზიტისთვის მზადება უკვე დაიწყო, - ამის შესახებ ბრიტანეთში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა.

„როდესაც ის ოფიციალურად გახდება პრემიერ-მინისტრი, ვფიქრობ, რომ მაშინვე მოჰყვება ზარი და ლიზ ტრასის ვიზიტზე შეთანხმება არ დააყოვნებს. ჩვენ, როგორც დიპლომატიურმა სისტემამ, უკვე დავიწყეთ ამ საუბრის და ლიზ ტრასის კიევში ჩამოსვლის მომზადება“
, - აღნიშნა
პრისტაიკომ.

მისი თქმით, ბრიტანეთის საზოგადოება ერთსულოვანია იმ პოზიციაში, რომ რუსეთმა უნდა წააგოს ეს ომი.

შეგახსენებთ, გუშინ, გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრად ლიზ ტრასი დასახელდა, რომელიც დღეს დედოფალს შეხვდება და პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დაინიშნება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები