ვიეტნამში, კარაოკე ბარში ხანძრის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა
ვიეტნამის სამხრეთ ნაწილში, კარაოკე ბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად მინიმუმ 32 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაღუპულებს შორის 15 ქალია.

ხანძარი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა. კარაოკე ბარში
მყოფი მოქალაქეების ნაწილი აივნიდან გადახტა.

წინასწარი მონაცემებით, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა იყო.

ტრაგედიის შემდეგ ვიეტნამის პრემიერმა, ფემ მინ ჩინმა მაღალი რისკის ადგილების, განსაკუთრებით კარაოკე ბარების შემდგომი შემოწმების განკარგულება გასცა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები