უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე 31 000 საქმე აღძრა
უკრაინის ეროვნული პოლიციის გამომძიებლებმა რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე 31 000 სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის ორგანიზაციული, ანალიტიკური მხარდაჭერისა და ოპერატიული რეაგირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ოლექსი სერგეევმა განაცხადა.

„პოლიციამ აღძრა 1100 სისხლის სამართლის საქმე გასული კვირის განმავლობაში,
საერთო ჯამში კი 31000 საქმე ომის დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე“
, - აღნიშნა სერგეევმა.

მისივე თქმით, ეროვნული პოლიცია აგრძელებს აქტიურ მონაწილეობას მოქალაქეების ევაკუაციაში. კერძოდ, გასულ კვირას სახიფათო ტერიტორიებიდან 7800 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები