ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის „24 თებერვლამდე“ პოზიციებზე დაბრუნების ვარიანტი აღარ არსებობს, კიევი დონბასის და ყირიმის სრულ დეოკუპაციას მოითხოვს
უკრაინა არ მიიღებს დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს რუსეთთან „მშვიდობიანი“ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ და დონბასის და ყირიმის სრულ დეოკუპაციას მოითხოვს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

”ჩვენ (ომის დროს) ბევრი რამ ვისწავლეთ, მათ შორის ვისწავლეთ, არ ვენდოთ მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებას, რომელსაც ჩვენი პარტნიორები გვთავაზობენ“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, ვარიანტი „24 თებერვლამდე“ აღარ არსებობს.

„საიდუმლოს გაგანდობთ,
(ბელარუსსა და სტამბოლში მოლაპარაკებების დროს) რუსებს ვეუბნებოდით, რომ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ჯარი 2022 წლის 23 თებერვლის პოზიციებზე უნდა დაებრუნებინათ. მაშინ ეს შესაძლებელი იყო, უკვე დიდი ხანია, ასეთი ვარიანტი შეუძლებელია. ახლა უკრაინა დონბასისა და ყირიმის სრულ დეოკუპაციას მოითხოვს. ვარიანტი „24 თებერვლამდე“ აღარ არსებობს. 1991 წლის პირველ დეკემბრამდე პოზიციები. წადით!“,
– აცხადებს რეზნიკოვი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები