მევლუთ ჩავუშოღლუ - სომხეთმა პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს
სომხეთმა უკვე უნდა შეწყვიტოს პროვოკაციები.

ისინი უნდა ფოკუსირდნენ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და აზერბაიჯანთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობაზე, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მინისტრებმა აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე არსებული მდგომარეობა განიხილეს.

შეგახსენებთ, წუხელ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ინტენსიური შეტაკებები მოხდა, რასაც, გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი მოჰყვა. მხარეები კონფლიქტსა და ზარალზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები