რუსულმა ძალებმა კრივოი როგის აეროპორტი დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში კრივოი როგის აეროპორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს და
აეროპორტის ინფრასტრუქტურა გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აეროპორტისა და აღჭურვილობის შემდგომი გამოყენება შეუძლებელია,“
- აცხადებს რეზნიჩენკო.

მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები