ვლადიმერ პუტინი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე - ეჭვგარეშეა, ეს არის ტერორისტული აქტი - დაგეგმილი უკრაინის სპეცსამსახურების დაკვეთით
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აფეთქება ყირიმისა და რუსეთის დამაკავშირებელ მთავარ ხიდზე უკრაინის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი იყო.

"ეჭვგარეშეა. ეს არის ტერორისტული აქტი, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას", - აღნიშნა
პუტინმა კრემლის "ტელეგრამის" არხზე ვიდეოში.

მისი თქმით, ეს "იყო დაგეგმილი და განხორციელებული უკრაინის სპეცსამსახურების დაკვეთით".

პუტინი მანამდე შეხვდა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს,ალექსანდრ ბასტრიკინს, რომელსაც ხიდზე მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის გამოძიება დაევალა.

Print ელ. ფოსტა
თეგები: Krım Putin Rusiya Ukrayna
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები