თბილისში აქციაზე რუსეთის მოქალაქემ პასპორტი დაწვა
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე, სადაც უკრაინის, ბელარუსის, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებმა კრემლის მიერ უკრაინაზე თავდასხმა გააპროტესტეს, რუსეთის მოქალაქემ საკუთარი პასპორტი დაწვა.

რუსეთის მოქალაქის განცხადებით, მას აღარ სურს დაკავშირებული იყოს ისეთ ქვეყანასთან, რომელიც ტერორისტულად კლავს საკუთარ და სხვის მოქალაქეებს.

აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა რუსეთის ტერორისტულ
სახელმწიფოდ აღიარება იყო.

“ტერორისტულმა ქვეყანამ, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა და განაგრძობს მასიურ სარაკეტო და საჰაერო იერიშებს უკრაინის ტერიტორიაზე, იყენებს თავდასხმის უპილოტო საფრენ აპარატებს.

მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს მათი დანაშაულების შესახებ!”
— აცხადებენ ორგანიზატორები.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები