ომის გამწვავების ფონზე, საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი იზრდება
რუსული სამხედრო ძალების მიერ კიევზე იერიშის მიტანისა და ომის გამწვავების ფონზე, საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი იზრდება.

ბირჟის გახსნიდან რამდენიმე საათში ხორბლის ფასი თითქმის 4.5%-ით გაიზარდა და ამჟამად ბუშელის ღირებულება 920 დოლარს შეადგენს, რაც ივნისის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი ნიშნულია.

საქმე ისაა, რომ რუსეთი და უკრაინა მარცვლეულის, მათ შორის, ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორები არიან, კონფლიქტის ესკალაცია კი
მიწოდების ჯაჭვების შეზღუდვის რისკებს ზრდის, რაც ბირჟაზე შესაბამის ასახვას პოვებს.

ცნობისთვის, ხორბლის მაქსიმალური ფასი მაისში დაფიქსირდა, მაშინ ბუშელი მარცვლეულის ღირებულებამ 1,275-დოლარიან ნიშნულს მიაღწია, თუმცა მას შემდეგ ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია დაიწყო, რომელიც შესაძლოა, ახლა უკვე დასასრულს უახლოვდებოდეს.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები