ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის საკითხზე ასტანაში იმსჯელებენ
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დღეს, ასტანაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტები უკრაინის საკითხსა და ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ.

“შეხვედრა მზადდება, მაგრამ ის არა ხვალ,
არამედ ზეგ გაიმართება. თემა ნათელია – რა თქმა უნდა, ეს არის უკრაინაც და ორმხრივი ურთიერთობებიც, რომელიც ძალიან, ძალიან მრავალმხრივია და, ზოგადად, აზრთა გაცვლა მიმდინარე საკითხებზე“,
– აღნიშნა პესკოვმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები