რუსეთი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმების დატოვებისთვის ემზადება - Reuters
რუსეთი იმუქრება, რომ დატოვებს სტამბოლის შეთანხმებას, რომელიც შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტს შეეხება.

როგორც რუსეთის ელჩმა გაეროში გენადი გატილოვმა Reuters-ს უთხრა, მოსკოვმა გაეროს წერილიც გაუგზავნა, სადაც ჩივის, რომ შეთანხმება რუსეთის მხარის სასარგებლოდ არ სრულდება, შესაბამისად, მოსკოვი ემზადება, რომ შეთანხმების მომდევნო თვეს გახანგრძლივებას მხარი არ დაუჭიროს.

“თუ ვნახეთ, რომ გარიგების ფარგლებში რუსეთის სასარგებლოდ არაფერი მოხდება, მარცვლეულისა და პესტიციდების კუთხით, ამ საკითხს სხვა მხრიდან შევხედავთ“, - უთხრა სააგენტოს ელჩმა.

ინფორმაციისთვის: უკრაინამ და რუსეთმა 22 ივლისს სტამბოლში გააფორმეს შეთანხმებები თურქეთთან და გაეროსთან, უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის - გათავისუფლების შესახებ. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას მერე, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პორტებს თვიურად 100-150 სატვირთო გემის გატარება შეუძლიათ.

შეთანხმების თანახმად, მსოფლიოში არსებული სასურსათო კრიზისის საპასუხოდ გაფორმდა, რადგან რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან. შეთანხმების ფარგლებში 12 ოქტომბრის მდგომარეობით, 7 მლნ ტონაზე მეტმა უკრაინულმა მარცვლეულმა დატოვა ოდესის პორტები.

როგორც Reuters წერს, შეთანხმებით რუსეთმა მიიღო გარანტია, რომ საკუთარი მარცვლეულისა და
პესტიციდების ექსპორტსაც განახორციელებდა.
წყარო: ბმ

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები