ვლადიმერ პუტინი ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს რუსეთში შეხვედრისთვის იწვევს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში შეხვედრისთვის მიიწვია.

„სიამოვნებით გიწვევთ როგორც აზერბაიჯანის ლიდერს, ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრს. შეგიძლიათ შეთანხმდეთ თარიღზე, და როგორც მე მესმის, არსებობს ინტერესი რუსეთში
შეხვედრასთან დაკავშირებით“,
- განაცხადა პუტინმა დსთ-ს სამიტზე.

მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ქალაქი: სოჭი, მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი - „ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ დროს“.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები