უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთით 26 „კამიკაძე-დრონი“ გაანადგურეს
16-17 ოქტომბრის ღამეს, სამხრეთის მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა 26 „კამიკაძე-დრონი“ გაანადგურეს, აღმოსავლეთში კი - 3 ფრთოსანი რაკეტა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.

„17 ოქტომბერს, 03.30-დან 06.50 საათამდე, სამხრეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა 15 დრონი ჩამოაგდეს: 6 - ოდესის ოლქის თავზე და 9 - მიკოლაივის ოლქის თავზე. ზოგადად, 16-17 ოქტომბრის ღამეს,
სამხრეთის მიმართულებით 26 ერთეული Shahed-136 განადგურდა“, - აცხადებენ საჰაერო ძალების სარდლობაში.

მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა აღმოსავლეთის მიმართულებით კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ტიპის ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს.

„საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა სამი რაკეტა გაანადგურეს“,
- აცხადებენ სარდლობაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები