კიევზე რუსეთის შეტევას ორსული ქალი ქმართან ერთად ემხვერპლა
კიევში, რუსეთის დღევანდელი თავდასხმის შემდეგ, ნანგრევებიდან ორსული ქალი და მისი მეუღლე ამოასვენეს. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

„კიევვის ცენტრში, საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში, რომელზეც რუსეთმა დრონით იერიში მიტანა, სამაშველო ოპერაციისას სამი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს. მათ შორის არის ახალგაზრდა წყვილი — ქმარი და ორსული ქალი. ის 6 თვის ორსული იყო. რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“, — წერს
კლიჩკო.


17 ოქტომბერს, გამთენიისას, კიევში აფეთქებების ხმა გაისმა. უკრაინის დედაქალაქზე ირანული კამიკაძე-დრონებით მიიტანეს იერიში. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ოთხი დრონიდან ერთი ჩამოაგდეს, ერთი კი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები