ნატოს გენმდივანი - უკრაინა სხვა მდგომარეობაშია, ვიდრე შვედეთი და ფინეთი
ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, არ შეიძლაბა უკრაინის განაცხადის ალიანსში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებასთან შედარება.

მის შესახებ მან ბერლინის საგარეო პოლიტიკურ ფორუმზე განაცხადა.

“მე მტკიცედ ვთვლი, რომ უკრაინა სხვა მდგომარეობაშია, ვიდრე შვედეთი და ფინეთი. ფინეთი და შვედეთი უკვე მრავალი წელი არიან ნატოს პარტნიორები. ალიანსში მათ წევრობასთან დაკავშირებით კონსენსუსია. ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება მადრიდის სამიტზე მივიღეთ”,
-
დასძინა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, უკრაინასთან დაკავშირებით ალიანსს განსხვავებული პრიორიტეტები გააჩნია.

“რაც შეეხება უკრაინას, იქ ომი მიმდინარეობს და მთავარ პრიორიტეტს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება წარმოადგენს, რასაც მოკავშირეები და ნატოს პარტნიორები აკეთებენ. ეს სამხედრო დახმარება უპრეცედენტოა და დაეხმარა უკრაინას ბძოლის ველზე წარმატებებისთვის მიეღწია”,
- აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები