ხერსონის რეგიონში რუსეთის მიერ დანიშნული გუბერნატორის თქმით, სამოქალაქო პირებს რეგიონში შესვლა შვიდი დღით ეკრძალებათ
ხერსონის რეგიონში რუსეთის მიერ დანიშნული გუბერნატორის თქმით, სამოქალაქო პირებს რეგიონში შესვლა შვიდი დღით ეკრძალებათ.


დასავლური მედიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც რუსმა რეგიონალურმა ოფიციალურმა პირმა კირილ სტრემუსოვმა „ტელეგრამზე“ ღამით განაცხადა, რომ ხერსონისთვის ბრძოლა უახლოეს მომავალში დაიწყება.

უკრაინული თავდასხმების საფრთხის გამო, რუსეთმა მოქალაქეებს ოკუპირებული რეგიონებიდან ევაკუაციისკენ მოუწოდა.

როგორც რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“
იუწყება, ხერსონში რუსეთის მიერ დანიშნული ოფიციალური პირები დაახლოებით 50 000-დან 60 000-მდე ადამიანის ევაკუაციას მდინარე დნეპროს მარცხენა სანაპიროსა და რუსეთის რეგიონებში გეგმავენ. ამასთან, "ტასი" რუსეთის მიერ დანიშნულ გუბერნატორზე დაყრდნობით წერს, რომ ევაკუაციას დაახლოებით ექვსი დღე დასჭირდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები