EUMM-ის გარდა, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან შესაძლოა ОSCE-ს დამკვირვებლებიც განთავსდნენ
ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის გარდა, რომელიც უკვე შევიდა სომხეთში და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს იმუშავებს, ქვეყანა ОSCE-ს დამკვირვებლების შესვლასაც განიხილავს. ამის შესახებ azatutyun.am სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

მინისტრის ცნობითვე, დამკვირვებლების განთავსებაზე მოლაპარაკებები განიხილება ОДКБ [კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია] -სთანაც. მირზოიანის ინფორმაციით, ამ საკითხზე მან ყაზახეთში ვიზიტისას სერგეი ლავროვთან, რუსეთის საგარეო მინისტრთან ისაუბრა.

“პირველ რიგში,
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ აფასებს ორგანიზაცია შექმნილ სიტუაციას, ანუ სომხეთის სუვერენიტეტის წინაღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიას”,
– აცხადებს მირზოიანი.

მხარეებს შორის ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი შეტაკების შემდეგ, სექტემბერში, პრაღაში ოთხმხრივი შეხვედრისას საუბარი იყო ევროკავშრის სადამკვირვებლო მისიის სომხეთში განთავსებაზე. მალევე ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ უპასუხა სომხეთის მოთხოვნას და სიტუაციის მონიტორინგისა და სომხეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობების სტაბილიზაციის მხარდაჭერის” მიზნით ვროევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სომხეთში გაიგზავნა.

ევროკავშირის მისია, რომელიც აზერბაიჯანის საზღვართან იმუშავებს, უკვე სომხეთშია

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები