ზელენსკი: ყველა ჩუმადაა და ფიქრობს, ომი აფხაზეთში ქართველების პრობლემა, ყირიმში — უკრაინელების
„გვახსოვს ნაცისტების გაძევება, ვუახლოვდებით რაშისტების გაძევებას“, — თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში 28 ოქტომბერს.

მისი თქმით, 28 ოქტომბერს უკრაინა ყოველწლიურად აღნიშნავს გათავისუფლებას ნაცისტური ოკუპანტებისაგან.

„ჩვენ პატივს მივაგებთ უკრაინელებს, რომლებმაც იბრძოდნენ და დაამარცხეს ნაციზმი მეორე მსოფლიო ომის დროს. დღეს ჩვენ ამას ვაკეთებთ ისევ, ხელში გვიჭირავს არა ყვავილები, არამედ იარაღი. დღეს ჩვენი წინაპრების ღვაწლის ხსოვნის შენარჩუნება
ნიშნავს მათი მიღწევების დაცვას“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ბოროტება, რომელიც თითქოს საბოლოოდ დამარცხდა და ჩაიფერფლა 1945 წელს, 80 წლის შემდეგ ფერფლიდან ხელახლა იბადება და შესაძლებელი ხდება.

„როგორ გამოვიდა ასე? — შეუმჩნევლად. თანაც, ძალიან სწრაფად, როგორც ერთი დღე ცვლის მეორეს. მომენტალურად. მყისიერად მოდის ახალი დღე და ახალი ბოროტება. სწორედ იმ მომენტში, როცა სამყარო ვერ ამჩნევს. ზოგს ეძინება, ზოგს ღრმად სძინავს. ზოგი ყურადღებას არ აქცევს.

ზოგს არ აინტერესებს. და საერთოდ, ყველა ჩუმად არის და ერთნაირად ფიქრობს: მე არ შემეხება. ომი სადღაც შორს არის. სადღაც დნესტრისპირეთში — ეს მოლდოველების პრობლემაა; სადღაც აფხაზეთსა და ოსეთში — ეს არის ქართველების პრობლემა, სადღაც ყირიმში და დონბასში — ეს უკრაინელების პრობლემაა. ჩვენზე გავლენას არ იქონიებს, ზიანს არ მოგვიტანს. სამწუხაროდ, შედეგად, ეს ყველას პრობლემა ხდება“,
— განაცხადა ზელენსკიმ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები