ზელენსკის განცხადებით, პუტინის დასწრების შემთხვევაში G20-ის სამიტში ის მონაწილეობას არ მიიღებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას ბალიზე დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ (G20-ის) სამიტში, თუ უმაღლესი დონის შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც დაესწრება.

„არ ვადევნებ თვალს სხვების მონაწილეობას „ოცეულის“ სამიტში. ჩემი პირადი და უკრაინის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ თუ [სამიტში] მონაწილეობას მიიღებს რუსეთის ფედერაციის ლიდერი, მაშინ უკრაინა არ მიიღებს მასში მონაწილეობას. ვნახოთ, რა იქნება მომავალში“,
- განაცხადა ზელენსკიმ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

წელს „დიდი ოცეულის" სამიტზე 15-16 ნოემბერს ინდონეზიის კუნძული ბალი უმასპინძლებს.

ინდონეზიის ხელისუფლებამ, სხვა ლიდერებთან ერთად, მოსაწვევები უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებსაც გაუგზავნა. ვლადიმირ პუტინმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ მას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება სამიტში მონაწილეობის შესახებ, მაგრამ აღნიშნა, რომ რუსეთი იქ "აბსოლუტურად მაღალ დონეზე" იქნება წარმოდგენილი.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები