ტანზანიაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
ტანზანიაში, ვიქტორიას ტბაში, უამინდობის გამო, Precision Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 26 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ოფიციალური პირების თქმით, სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

როგორც პოლიციამ განაცხადა, თვითმფრინავი ვიქტორიას ტბაში ჩავარდა, იქამდე, ვიდრე ის ტანზანიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ბუკობაში დაეშვებოდა.

"წვიმდა და თვითმფრინავი წყალში
ჩავარდა. ყველაფერი კონტროლის ქვეშაა",
- განუცხადა რეგიონული პოლიციის მეთაურმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, მაშველებმა "უამრავი ადამიანის გადარჩენა შეძლეს".

საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, რეისზე 39 მგზავრი, ორი პილოტი და ორი სტიუარდესა იმყოფებოდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები