ნატო-ს მომდევნო სამიტი ვილნიუსში, 2023 წლის 11-12 ივლისს გაიმართება
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის შემდეგი სამიტი ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, 2023 წლის 11-12 ივლისს გაიმართება.

„ცივი ომის შემდეგ, ჩვენ ყველაზე რთული და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე ვდგავართ. ვილნიუსში შეხვედრა შესაძლებლობა იქნება მოკავშირე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებისთვის, შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან, ნატო-ს გენმდივნის თქმითვე, ვილნიუსის სამიტი იქნება შესაძლებლობა ალიანსის
წევრი ქვეყნებისთვის თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდის გადასახედად, ისევე როგორც უკრაინის მიმართ ალიანსის მხარდაჭერის გასაგრძელებლად.

„მზარდი სტრატეგიული კონკურენციის ეპოქაში, ნატო-ში ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ტრანსატლანტიკური კავშირი კვლავაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მილიარდი მოქალაქის უსაფრთხოებისთვის”, - დასძინა სტოლტენბერგმა.

Print ელ. ფოსტა
თეგები: ნატო
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები